ბავშვები

ხარატიშვილები


ზაზა ხარატიშვილი – 2007 წლის 14 მაისს დაიბადა 
ნათია ხარატიშვილი –  2008 წლის 15 დეკემბერს დაიბადა

მათი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ხარატიშვილების დედა ძალადობის მსხვერპლია,. მათ არ აქვთ საცხოვრებელი და დღესდღეობით ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ "მომავლის გზის" საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში.



შუშკეევები


დავით შუშკეევი – დაიბადა 2004 წლის 19 ივლისს
მარიამ შუშკეევი – დაიბადა 2007 წლის 28 აგვისტოს თბილისში
ანა შუშკეევი – დაიბადა 2006 წლის 9 აგვისტოს
ზუკა შუშკეევი – 2009 წლის 18 მაისს თბილისში

ელისო გაბელია შუშკეევების მშობელია. ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია მეუღლის მხრიდან, ძალადობა ბავშვებმაც გადაიტანეს. მიუხედავად სამართალდამცავების ჩარევისა, ძალადობით გამოწვეული გაუსაძლისი მდგომარეობა  განქორწინების შემდეგაც გრძელდებოდა. ბავშვების მამა მოითხოვდა მათ მიერ სახლის დატოვებას. დედა ბავშვებთან ერთად იძულებული გახდა მართლაც დაეტოვებინა სახლი, რის შემდეგაც ქუჩაში აღმოჩნდა.  დღესდღეობით ის ცხოვრობს ქალთა ძალადობის ცენტრში. მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი კი იმყოფება „მომავლის გზის“ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში.

გოგატიშვილები




თამთა გოგატიშვილი – დაიბადა 1996 წლის 21 თებერვალს ქ. ჭიათურაში
ნინო გოგატიშვილი – დაიბადა 2000 წლის 23 დეკემბერს ქ. ჭიათურაში
ქეთევან გოგატიშვილი – დაიბადა 2003 წლის 29 მარტს ქ. ჭიათურაში
ჯანიკო გოგატიშვილი – დაიბადა 2004 წლის 12 ნოემბერს ქ. ჭიათურაში

გოგატიშვილების დედა მარინა გეგეჭკორი 1995 წლიდან დაოჯახდა. მასზე გამუდმებით ძალადობდა მეუღლე და ამის გამო ბავშვები სულ შიშსა და დაძაბულ მდგომარეობაში იყვნენ. ოჯახი 2004 წლიდან ცხოვრობს ქირით გლდანის მე–3 მიკრო–რაიონში. 2007 წლის 31 ოქტომბერს კი ქმარმა მთვრალ მდგომარეობაში გადაუწვა საცხოვრებელი, სადაც ოჯახი ქირით იმყოფებოდა და მარინა გეგეჭკორი სასიკვდილოდაც გაიმეტა. ამის შემდეგ, შვილებთან ერთად გადაიყვანეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში და იქ ცხოვრობდნენ 2 წლის განმავლობაში. ორი წლის შემდეგ კი მათ ცხოვრება ისევ ქირით განაგრძეს. 8 თვეა ოჯახი აღარ იღებს სოციალურად დაუცველებისთვის განსაზღვრულ თანხას. მარინა გეგეჭკორი მუშაობს ოჯახებში დამლაგებლად, მისი სამუშაო გრაფიკი იწყება დილის 6 საათიდან და მთავრდება ღამის 12 საათზე, ბავშვები კი დღესდღეობით იმყოფებიან „მომავლის გზის“ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში. 

ყურაშვილი ლუკა – სუხიაშვილი გიორგი


ლუკა ყურაშვილი  დაიბადა 2007 წლის 25 თებერვალს თბილისში
გიორგი სუხიაშვილი  დაიბადა 2008 წლის 11 აპრილს თბილისში

 ბავშვებს ყავთ დედა და ბებია, ლუკა ყურაშვილის მამა არის გარდაცვლილი, ხოლო გიორგი სუხიაშვილის მამა არ ცხოვრობს მათთან ერთად. იმის გამო, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს და არ აქვს საშუალება მიხედოს ბავშვებს, ისინი ცხოვრობენ „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლში.


მაისურაძეები



მაისურაძე გვანცა  დაიბადა 1998 წლის 22 ივლისს თბილისში.

მაისურაძე სოფო  დაიბადა 2002 წლის 29 ივლისს თბილისში.
სოფო და გვანცა მაისურაძეების ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ბავშვების მამა არის უმუშევარი, დედა კი იმყოფება პატიმრობაში. მაისურაძეების ოთხშვილიანი ოჯახიდან გვანცა და სოფო ცხოვრობენ „მომავლის გზის“ ბავშვთა  სახლში.

გიგაშვილები


მარიამ გიგაშვილი – დაიბადა 2004 წლის 25 ივლისს ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთში.
ანი გიგაშვილი – დაიბადა 2005 წლის 22 აგვისტოს ზესტაფონში.
გიგი გიგაშვილი – დაიბადა 2010 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში.

      გიგაშვილების სამშვილიანი ოჯახი არის სოციალურდ დაუცველი. ისინი ცხოვრობდნენ გლდანის II მიკრო–რაიონში. ბავშვების მამა იმყოფება პატიმრობაში, დედა არის უმუშევარი. ოჯახის მძიმე მდგომარეობის გამო ბავშვები ცხოვრობენ „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლში.


ლიკა ცხოიძე


ლიკა ცხოიძე არის აფხაზეთიდან დევნილი. მისი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. 


მარი შიოლაშვილი



მარი შიოლაშვილის დედა არის მარტოხელა და ცხოვრობს საპატრიარქოს თავშესაფარში. არის უმუშევარი, არ აქვს შვილის რჩენის საშუალება და ამის გამო, მარი ცხოვრობს „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლში.