აქტივობები

კომპანია გაგრა+ -აქცია
2012-03-14

მარტის თვეში სადისტრიბუციო კომპანია „გაგრა +მა“ სამი ყუთი გადასცა ბავშვებს (ატმის, ანანასის და ხილის ასორტის). ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, როგორი სიხარულით მიიღეს პატარებმა




შ.პ.ს "გეოპლანტი" - აქცია
2012-03-13

ბავშვების ჩაით მომარაგების საკითხი შ.პ.ს „გეოპლანტმა“ უზრუნველყო. მან „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლს 52 ყუთი „გურიელის“ შავი ჩაი გადასცა. გამოჩენილი გულისხმიერებისთვის ასევე დიდ მადლობას ვუხდით შ.პ.ს „გეოპლანტს“



"ტკბილი ქვეყანა" - აქცია
2012-03-12
12 მარტს „ტკბილმა ქვეყანამ“ ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს რამდენიმე ყუთი ტკბილეული საჩუქრად გადასცა (ალუბლის ნამცხვარი, ნამცხვარი „ჩოკო“, გვირილა ჯემით, ნამცხვარი „ჰანი“, თაფლკვერი ჯემით, მარმელადი, შოკოლადი „შემიყვარე“, აკინაკი კაკაოთი). პატარები საჩუქრამა უზომოდ გაახარა. გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით „ტკბილ ქვეყანას“.



ალილო
2012-02-28

"მომავლის გზის" აღსაზრდელებს სტუმრად ეწვია მგალობელთა გუნდი “ალილო”. მგალობელთა ჯგუფის სტუმრობამ ბავშვები ძალიან გაახარა. გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება მომავლლის გზის ბავშვებს ასწავლონ გალობა



სიკეთის ეპიდემია
2012-02-17

17 თებერვალს ქველმოქმედთა სახლ “მომავლის გზის” ბავშვთა სახლს არასამთვარობო ორგანიზაცია “ ჩემი თაობის” წევრები ესტუნრნენ. ისინი შეუერთდნენ აქციას სახელწოდებით “სიკეთის ეპიდემია”, რომელიც მთელი მსოფლის მასშატბით აღინიშნება. აქციის ფარგლებში მათ ქუჩაში ტკბილეული დაარგიგეს, ბავშვებს კი სათამაშოები, ხილი და ნუგბარი მოუტანეს. ჩაატარეს პატარა კონკურსიც-სიკეთის თემაზე შერულებულ ნახატებს შორის და გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. პატარებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, იმხიარულეს და კიდევ ერთი დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე დღე დაიტოვეს მოსაგონებლად.



კომპანია "ელსელემას" საჩუქრები მომავლის გზის ბაშვებს
2012-02-15

კომპანია ელსელემას ხელმძღვანელობა ესტუმრა მომავლის გზის აღსაზრდელებს, ბავშვებს მოუტანეს თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვადასვა სახის საჩუქრები.



სადისტრიბუციო კომპანია ქართუ უნივერსალი ,,თოლია“ ს დახმარება მომავლის გზის აღსაზდელებს
2012-01-28
25 იანვარს ფონდი მომავლის გზის აღსაზრდელებს სადისტრიპუციო კომპანია ქართუ უნივერსალი ,,თოლია“მ მის მიერ წარმოებული პროდუქციით გაუწია დახმარება. კომპანია ,,თოლია“ მომავლის გზას მრავალი წელია უწევს დახმარებას სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად.



ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
2012-01-26
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლობამ მომავლის ზას გადასცა სხვადასხვა სახის ლიტერატურა და საბავშვო წიგნები.



ბერძნული სამედიცინო ფონდი "ჰიპოკრატეს" მორიგი საქველმომქედო აქცია მომავლის გზისთვის
2012-01-21

ამჯერად ბერძნული სამედიცინო ფონდი ჰიპოკრატეს წარმომადგენლობამ მომავლის გზას გადასცა ფონდში რეგისტრირებული 120 ბავშვის დასახმარებლად სხვახვა სახის ჰიგიენის მოხმარების საშუალებები, საკოლო საკანცელარი ნივთები. ფონდი ჰიპოკრატე 2010 წლიდან მომავლის გზაში რეგისტრირებულ 500 ოჯახს სისტემატიურად უწევს სამედიცინო მომსახურეობას და გადასცემს მედკამენეტბს.



"პირველი ნაბიჯების" და "მომავლის გზის" აღსზრდელები დამეგობრდნენ
2012-01-20
ფონდი მომავლის გზის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მოიწვია პირველი ნაბიჯის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ეს აქცია ჩატარდა ორი სხვადასხვა კატეგორიის ბავშვების დასამეგობრებლად. მომავლის გზის ბავშვები გაუმასპინძლდა ტკბილი სუფრით და გადასცეს საჩუქრები, აქცია საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შედგა. ფონდის დამფუძვნებელი დეკანოზი გურამ გურამიშვილმა დალოცა ბავშვები და მათი წამოწყებული მეგობრობა. მომავლის გზის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ბავშვები აღზარდოს ეკლესიურად და ქველმოქმედ ადამიანებად.



მორიგი საქველმოქმედო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან
2012-01-13
2012 წელი 13 იანვარი მომავლის გზას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესტუმრა. მათ მომავლის გზის აღსაზრდელებს გადასცეს საჩუქრები, ტკბილეულობა.





საპატრიარქოს სტუმრობა მომავლის გზაში
2012-01-12
მომავლის გზას საქართველოს საპატრიარქო ესტუმრა მგალობელ ჯგუფთან ერთად, მომავლის გზას გადაეცა ალილოს მსვლელობისას საზოგადოებისგან შემონაწირი საჩუქრები.( ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პროდუქტი, ხილი, ტკბილეულობა.



მომავლის გზაში სტუმრად საინიციატივო ჯგუფი 2011-12-30
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგნელები: ლალა ბეგლარიშვილი, ნინო ნაცარაშილი ბექა სესაძე მომავლის გზის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს საჩუქრებითა და ტკბილეულით..


ბატონ ალტაფ ტაპიას საჩუქარი მომავლის გზის აღსაზრდელებს
2011-12-30
ფრაისფოთერ ჰაუსკუპერსი ბატონ ალტაფ ტაპიას ხელმძღვანელობით მომავლის გზის აღსაზრდელებს გაუმასპინძლდა თბილისი ცენტრალის ბავშვთა გასართობ ცენტრში, ბავშვებს თბილისი ცენტრალში დახვდა თოვლის ბაბუა, და მოეწყო საახალწლო ზეიმი, ზეიმის დამთავრების შემდეგ კომპანია გაუმასპინძლდა ტკბილი სუფრით და უხვად დაასაჩუქრა ბავშვები..





ტკბილი ქვეყნის საჩუქარი მომავლის გზის აღსაზრდელებს
2011-12-29
29 დეკემბერს კომპანია ,,ტკბილი ქვეყანა“-მ მომავლის გზის ახსაზრდელებს მიულოცა შობა ახალი წელი.მომავლის გზის ბავშვები გაახარეს გადასცეს ტკბილი ქვეყნის ნაწარმი ტკბილეულობა და საახალწლო საჩუქრები..



მომავლის გზაში სტუმრად კერძო პირი ნათია აფხაძე
2011-12-29

ქალბატონი ნათია აფხაძე მომავლის გზის აღსაზრდელებს ესტუმრა. ქალბატონმა ნათიამ ბავშვებს მოუტანა თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები და საბავშო საკანცელარიო ნივთები..


მომავლის გზის საჩუქარი ხელოვანთა კავშირს
2011-12-28

ქველმოქმედთა სახლმა "მომავლის გზა" საახალწო საჩუქარი გაუგზავნა ხელოვანთაკავშირს. დახმარების სახით გადასცა 600 კგ ახალი ტანსაცმელი, მეორადიტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჰიგიენური მოხმარების ნივთები..


მამუკა ლომაშვილის სტუდია ,, სახლი თეატრში“
2011-12-28
მამუკა ლომაშვილის სტუდია ,, სახლი თეატრში“ საქველმოქმედო კონცერტი მომავლის გზის აღსაზრდელებისთვის2011 წლის 28 დეკემბერს, გლდანის 39 საჯარო სკოლაში, სადაც მდებარეობს მამუკა ლომაშვილის საბავშვო სტუდია „სახლი თეატრში" გაიმართა საახალწლო საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის" აღსაზრდელებისთვის. მამუკა ლომაშვილის ხელმძღვანელობით, კონცერტის შემდეგ ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილი სუფრით და გადასცეს სახალლო საჩუქრები..

საახალწლო საჩუქარი ონკოლოგ ბავშვებს

2011-12-25

25 დეკემბერს გაიმართა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ფონდმომავლის გზიდან ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, მუსკომედიის თეატრის მსახიობი ბატონი კახა კინწურაშვილი, ფონდის თავმჯდომარე დავით კინწურაშვილი და სხვა ფონდის წარმომადგენლები ონკოლოგიის ნაციონალურცენტრში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს ესტუმრნენ, ბავშვებს მომავლის გზამ მიულოცა ახალი წელი და გადასცა ტკბილეული, წიგნები და სათამაშოები..



საქველმოქმედო საღამო
2011-12-20

20 დეკემბერს, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისადა დრამის სახელმწიფო თეატრში წარმოგიდგენლ იქნასაქველმოქმედო სპექტაკლი ნინელი ჭანკვეტაძის ონგანიზატორობით პრემიერა„წერილები ღმერთს" სპექტაკლის რეჟისორი მამუკა ტყემალაძე, მთავარ როლებს კიმსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კინწურაშვილი ასრულებდა . პიესალეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭის ამბავზე იყო, რომელიც ღმერთს წერილებსწერდა.საქველმოქმედო საღამო ლეიკემიით დაავადებულ, ონკოლოგიური პრობლემებისმქონე, „პირველი ნაბიჯისა“ და „მომავლის გზის“ ბავშვებს მიეძღვნა. წარმოდგენისდასრულებისთანავე, ” ნინელი ჭანკვეტაძის ბავშვებისთვის გასართობი ზეიმი გაიმართა, ზეიმის დასრულებისთანავე ბავშვებისთვის გაიშალა ტკბილი სუფრა და დაურიგდათ საახალწლო საჩუქრები..

 სტუმრად თავისუფალი ჯგუფი "გავათბოთ ბავშვთა სახლები"
 2011-10-05


30 სექტემბერს, თავისუფალი ჯგუფი გავათბოთ ბავშვთა სახლები-ს ხელმძღვანელი გიორგი ლიპარიშვილი, მხატვარ ზალიკო სულაკაურთან და ჯგუფის წევრებთან ერთად ესტუმრა საქველმოქმედო სახლ მომავლის გზის დღის ცენტრის აღსაზრდელებს, სტუმრებმა საჩუქრად მოუტანეს ბავშვებს წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი. ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს, და მათ წინაშე წარსდგნენ სიმღერითა და ლექსებით. პატარებმა თავიანთი სურვილები და ოცნებები დაწერეს და გადასცეს სტუმრებს. ზალიკომ ბავშვებთან ერთად შეასრულა სამახსოვრო ნახატები. ჯგუფის წევრებიც და დღის ცენტრის აღსაზრდელებიც კმაყოფილნი იყვნენ ამ შეხვედრით..

საბავშვო დღის ცენტრის გახსნა
2011-01-06

ფონდი მომავლის გზა 2011 წლის იანვარში, აფუძნებს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახური ტიპის დღის ცენტრს და ცდილობს - შეუნარჩუნოს მშობლები შვილებს! ამ წლების განმავლობაში ფონდი აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც სახელწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან და საპარიარქოსთან. მათი დახმარების საფუძველზე მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და არაერთ სოციალურად დაუცველ ადამიანს გაეწია დახმარება.ბუნებრივია, ექვსი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოსთან ერთად გაიზარდა ფონდის ავტორიტეტი და პროფილურობა.2011 წლის იანვარში საქველომოქმედო ფონდი მომავლის გზა მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა დღის ცენტრს აფუძნებს, რომელიც კეთილი ადამიანების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. ქველმოქმედთა სახლმა 18 წლამდე ასაკის 15 ბავშვს უკვე მოუხსნა სიცივის, შიმშილის, ტკივილის პრობლემა, ისინი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ, მათ აქ გაიგეს, რომ ჰერკულესი და წიწიბურა არა სათამაშო არამედ საკვებია. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი თითქოს წარმოუდგენელია, თუმცა მწარე რეალობაა. აქამდე ეს ბავშვები მხოლოდ უშაქრო ჩაით და ხშირ შემთხვევაში გამხმარი პურით იკვებებოდნენ, რის გამოც თითოეული მოზარდს სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. ქველმოქმედთა სახლში ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება..