თანამშრომლები

ზურა ჟღენტი 

“მომავლის გზის” დამფუძნებლების შემოთავაზებით, სიხარულით მივიღე ამ ფონდის თანამშრომლის სტატუსი. ეს სტატუსი, ალბათ, მეტად მაძლევს იმ ადამიანებზე შეძლებისდაგვარად ზრუნვის საშუალებას, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ არ არიან დავიწყებულები და ჰყავთ სანდო მეგობრები. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა დაწყებულია და, ვფიქრობ, გაგრძელდება იქმადე, სანამ ამ ხალხს ჩვენ დავჭირდებით.



სოფო კაჯილაშვილი 

ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზაში“ 2011 წელს მივედი, როგორც საინიციატივო ჯგუფ „გავათბოთ ბავშვთა სახლების“ წევრი.. მას შემდეგ ვმეგობრობ ფონდთან, მაგრამ დღეს უკვე მეგობრობის გარდა თანამშრომლობა მაკავშირებს.. ფონდის გაზეთ „მომავლის გზაში“ ჟურნალისტად ვმუშაობ.. მიხარია, რომ ჩემი საქმით ვეხმარები ფონდსა და ბავშვებს..



თეონა სირბილაძე

ჩემი ურთიერთობა „მომავლის გზასთან“ ზურა ჟღენტის წყალობით, არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. დროის სიმცირის მიუხედავად, ფონდის თანამშრომლებით, ბავშვებით, მათი საერთო იდებით, მიზნებითა და სურვილებით აღფრთოვანება უკვე მოვასწარი. დღეს სიამოვნებით ვასრულებ ჩემს ჟურნალისტურ მოვალეობებს ქველმოქმედთა სახლის გაზეთისთვის. ვისურვებ, რომ ერთად ძალიან ბევრი კეთილი საქმე შეგვაძლებინოს უფალმა!..



ქეთი ხუციბერიძე
იმუშაო საქველმქმედო ფონდში, რომელიც ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას იწვევს და გიჩნდება უანგარო სიყვარული მათ მიმართ, ვინც ყველაზე დაუცველი და გულწრფელია. არც ისე დიდი ხანი გავიდა რაც მომავლის გზაში დავიწყე მუშაობა. შემოსვლის დღიდან შეუძლებელია არ გახდე ამ დიდი ოჯახის წევრი.იმუშაო ბავშვებისთვის ნიშნავს, გასცე და მიიღო უდიდესი სითბო და სიყვარული..

ნიკა ჩიხლაძე

ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზაში“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. განსაკუთებით დიდ მადლობას ვუხდი ფონდის დამფუძნებლებსა და დამფინანსებლებს, - ისინი ყურდღებასა და მზრუნველობას არ აკლებენ პატარებს, რომლებიც ოჯახური სითბოთი და მატერიალური კეთილდღეობით განებივრებულნი ნამდვილად არ არიან. მიხარია, რომ ამ საქველომქედო სამეში ჩემი პატარა წვლილი მეც შემაქვს....

ალეკო მთივლიშვილი

მომავლის გზის საქმიანობას გავეცანი 2007 წელს, გადავწყვიტე ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ ხვთისგან დალოცვილ საქმეში. მე ვმუშაობ სხვადახვა მიმართულებით იქ ვარ ყოველთვის სადაც დაჭრდებათ ჩემი დახმარება, მადლობა უფალს რომ მიმიყვანა მომავლის გზაში და მომცა საშუალება ვემსახურო გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს


თამარ მესტუმრე


ფონდ “მომავლის გზის” არსებობის შესახებ რამდენიმე თვის წინ შევიტყვე. აქ სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს უწევენ დახმარებას, მეც მომეცა შანსი დამეწყო მუშაობა ინგლისური ენის პედაგოგად. ეს ჩემი პირველი სამსახურია და ალბათ იმიტომ რომ მე თვითონ სამიშვილის დედა ვარ ბავშვებთან ურთიერთობა საერთოდ არ გამჭირვებია. აქ არსებული ოჯახური გარემო გაცილებით სახალისოს ხდის მეცადინეობის პროცესს.

სიკეთის და ქველმოქმედების კეთება ხომ ძალიან დიდი მადლია და რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ამოუდგება მხარში “მომავლის გზას” მით უფრო ნაკლები ოჯახი იქნება სიდუხჭირეში და მით უფრო მეტი ბავშვის თვალში გაჩნდება იმედის და სიხარულის ნაპერწკალი.


ლელა ნადაშვილი


ფონდ „მომავლის გზაში“ მუშაობა 2004 წელს დავიწყე, ეს ჩემთვის პირველი სამსახურია. მადლობა უფალს რომ მომეცა საშუალება ვემსახურო ისეთ ორგანიზაციას როგორიც არის ,,მომავლის გზა” ჩემს მოვალეობას შეადგენს ინგლისური ენის სწავლება და სხვადასხვა დოკუმენტაციის თარგმნა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი საქმიანობა მხოლოდ დაკისრებული მოვალეობით შემოიფარგლება, ,,მომავლის გზა” არის ერთი პატარა ოჯახი სადაც მოვალეობების გარეშე ვაკეთებთ კეთილს საქმეს.

უფლის მადლით ჩვენ წამოწყებას ბევრი კეთილი ადამინი შემოუერთდება



თამარ გაბედავა -  პედაგოგი


დიდი ხანი არ რის რაც ,,მომავლის გზა”-ში პედაგოგის თანამდებობაზე ვმუშაობ. აქ კარგი სამუშაო გარემო და მეგობრული კოლექტივია, ერთი დიდი ოჯახი ვართ, ,,მომავლის გზა”-სთან არსებულ ბავშვთა დღის ცენტრში ბავშვებს აქვთ ოჯახური გარემო, თითოეული მათგანი საკუთარი შვილივით მიყვარს, თავს არ ვზოგავ მათი კეთილდღეობისთვის, სამწუხაროდ ბავშვებს ბევრი რამ აკლიათ, დიდი სურვილი მაქვს ამ კეთილშობილურ ქველმოქმედებას რასაც ფონდი ,,მომავლის გზა” ეწევა სხვებიც შემოუერთდნენ რომ უფრო მეტად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ბავშვის ცხოვრება




თიკო ხმალაძე-საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ფონდ „მომავლის გზაში“ მუშაობა 2006 წელს დავიწყე, ეს ჩემთვის პირველი სამსახურია. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მომცა იმის საშუალება, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ქველმოქმედებაში. ჩემი სამუშაო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას შეადგენს. ვცდილობ ბევრ ადამინსა თუ ორგანიზაციას მივაწვდინო ხმა, რომ ჩვენი გაჭირვებული ბენეფიციარების დახმარება შევძლო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, „მომავლის გზას“ დასახმარებლად, უფრო მეტმა გაჭირვებულმა ადამიანმა მიმართა. მართალია, რთულია ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენ კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს.